კორონავირუსის გამო სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
"სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯადანცვის მინისტრი მადლობას უხდის ყველა იმ ადამაინს, რომელსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ან მომავალში აღენიშნებათ და მათ საკუთარი ნებით გამოხატეს სოციალური პასუხისმგებლობა.
"ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციასთან არის სკოლებთან და ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. ამ ეტაპზე 170 -მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობას ვუხდი მგზავრებს, რომლებიც სამომავლოდ იქნებიან ინფიცირებულნი და გამოხატავენ სოციალურ პასუხისმგებლობას",-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
სხდომას ესწრებოდა თბილისის მერიის წამრომადგენლობაც, რომელმაც სანიტარული ნორმების შესახებ მიიღო დამატებითი ინფორმაცია.
"საბჭოზ ემივიღეთ დამატებითი რეკომდაციები, როგორ დავიცვათ სანიტარული ნორმები. ასევე კოორიდნაციაში ვართ ჯადანცვის სამინისტროსთან და უკვე შევხდით ჩვენს ქვეუწყებებსაც, რათა სრული ინფორამცია მიგვეწოდებინა სანიტარული ნორმების შესახებ",-აღნიშნა სოფია ხუნწარიამ.